DevFest 2021

Ilia State University
Nov 22 - 28, 2021, 12:00 PM (GMT+4)

About this event

DevFest დაბრუნდა! 💥

🚀 ტექნოლოგიების სამყაროში ყველაზე დიდ, გლობალურ ღონისძიებას საქართველო 22-28 ნოემბერს უმასპინძლებს!

😱 7 დღის განმავლობაში ვისაუბრებთ 11 თემაზე და ვუმასპინძლებთ ალგორითმების ჩემპიონატს!

🔹 22 ნოემბერს შეგიძლია შემოგვიერთდე 2 სესიაზე:

🔸 კარიერა ტექნოლოგიებში;

🔸 გზამკვლევი DevOps ინჟინერიაში;

🔹 23 ნოემბერს კი ანდროიდით დაინტერესებულ ადამიანებს გიმასპინძლებთ და ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

🔹 24 ნოემბერს Google-ში სტაჟირებისა და სრულგანაკვეთიანი სამუშაოს დაწყების შესაძლებლობებზე ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევებს მოვისმენთ.

🔹 ონლაინ სამყაროში უსაფრთხოების დაცვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ 25 ნოემბერს ამ თემით დაინტერესებულებს გელით ჩვენს ვირტუალურ სესიაზე.

🔹 26 ნოემბერი ცოტა განსხვავებული დღე იქნება ჩვენი დევფესტისთვის. თუ პროგრამირების ამოცანების ამოხსნა გიყვარს ალგორითმების კონტესტზე აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე!

🔹 სტარტაპის შექმნაზე ხომ არ ფიქრობ ან უკვე მისი მფლობელი ხომ არ ხარ? 27 ნოემბერს 2 სესია სწორედ სტარტაპებს დაეთმობა:

🔸 პირველ სესიაზე ვისაუბრებთ სტარტაპებში პროგრამულ ინჟინერიაზე;

🔸 შემდეგ სესიაზე კი - საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე და წარმატებული სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებასაც გაგვიზიარებენ;

🔸 დღის ბოლო სესიას Google-ის გამორჩეულ პროდუქტს, Google Maps-ს დავუთმობთ და ვისაუბრებთ თუ რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და როგორ შეგვიძლია ჩვენი პატარა ჩართულობითაც კი ხელი შევუწოთ ტურიზმის და ბიზნესის განვითარებას;

🔹 28 ნოემბერი განსაკუთრებით საინტერესო ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ადამიანებისთვის იქნება:

🔸 ფესტივალის ბოლო დღეს Google Assistant-ის მუშაობის პრინციპებს გავეცნობით

🔸 შემდეგ კი Deep Learning-ზე ვისაუბრებთ

👥 სპიკერებს ეტაპობრივად გაგაცნობთ და უფრო ბევრს მოგიყვებით საინტერესო სესიების შესახებ!

ასევე ეტაპობრივად მოგიყვებით ჩვენი სპონსორებისა და იმ პრიზების შესახებ რაც შეგიძლიათ არა მხოლოდ ალგორითმების კონტესტზე, არამედ მთელი დევფესტის განმავლობაში მიიღოთ 🏅

⏰ სამუშაო დღეებში სესიებს 19:00 საათზე დავიწყებთ, ხოლო დასვენების დღეებში - 15:00 საათზე. დეტალურ განრიგსაც სულ მალე გაგიზიარებთ.

თუ გსურს შემოგვიერთდე, შეავსე ეს სააპლიკაციო ფორმა, მონიშნე რომელ სესიებზე გინდა დასწრება და ჩვენ ყველა დეტალს მეილზე გამოგიგზავნით 👉 https://forms.gle/62Bvg688CQHrunnw9

და თუ გსურს დევფესტის ყველა სიახლე პირველმა გაიგო, შემოგვიერთდი ჯგუფში 👉 https://www.facebook.com/groups/gdscgeorgia

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Google Developer-ების თემები საქართველოში: GDG Kutaisi, GDG Tbilisi, GDSC Free University, GDSC BTU, GDSC Iliauni, GDSC IBSU, GDSC GAU, GDSC BSU, GDSC TSU 😊

🚀 შევხვდებით დევფესტზე!

Speakers

Facilitators

When

November 22 - 28
12:00 PM (+04)