12 ნოემბერს, პარასკევს, 18:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) Google Developer Students Club Event-ის ფარგლებში სანდრო დოლიძე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ღონისძიებას - Why JavaScript can't be trusted? (რატომ არ უნდა ვენდოთ JavaScript-ს?)
სანდრო დოლიძე არის თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის კურსდამთავრებული.
იგი ამჟამად ხელმძღვანელობს Cloud სტარტაპს- TemiCloud, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის community-ებისათვის თანამედროვე ტიპის პლატფორმების შექმნას. მას ძირითადი სამუშაო გამოცდილება აქვს JavaScript-სა და TypeScript-ში. ის იყენებს ამ ენებს Frontend-ის, Backend-ის და Cloud-ის ამოცანებისთვის.
ლეგენდის თანახმად, JavaScript შეიქმნა 2 კვირაში, ხოლო შემდეგი 20 წელი დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დასჭირდა.
ამ ვორქშოპში სანდრო განიხილავს JavaScript-ის საინტერესო და უცნაური ნაწილებს. დამსწრე აუდიტორიასთან ერთად შეეცდება გაარკვიოს, რატომ იქცევა ხანდახან ასე უცნაურად.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
P.S JavaScript-ის წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო, მხოლოდ სურვილი, რომ მეტი გაიგოთ ამ ენის შესახებ.
GDSC Lead