29 ოქტომბერს, პარასკევს, 18:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) Google Developer Students Club Event-ის ფარგლებში გიორგი ლეკვეიშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ღონისძიებას - Automating distributed data processing on Kubernetes using Go (მონაცემების დისტრიბუციულად დამუშავების ავტომატიზაცია კუბერნეტზე Go-ს გამოყენებით)
გიორგი ლეკვეიშვილს აქვს Google-ში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება , რომლის დროსაც ჩართული იყო უამრავ საინტერესო პროექტში. იგი ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორია და საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს.
ღონისძიება შეეხება Google-ის დეველოპერების მიერ შექმნილ ენას Go-ს. ეს ენა უფრო და უფრო პოპულარული ხდება დეველოპერებსა და სხვადასხვა წამყვან კომპანიაში და მიუხედავად იმისა, რომ არის High-level Programming Language, იძლევა სისწრაფის, მოქნილობისა და უსაფრთხოების გარანტიას.
ღონისძიების განმავლობაში ბატონი გიორგი განახორციელებს დისტრიბუციული სისტემების მარტივი მოდელების სიმულაციას.
დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.
GDSC Lead